|
2017-08-17 10:31:08, 2647 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მდებარე ა.ა.- ს საცხოვრებელ სახლში, თ.ჩ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ. ჩ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 19 დეკემბერს ქ. ფოთში დააკავეს. დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)