03:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 17:34:37, 3139 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
დედაქალაქის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით გაიზარდა

დედაქალაქის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით გაიზარდა.

შესაბამის დადგენილებაში ცვლილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ბიუჯეტის გაზრდას 27 მომხრე ჰყავდა, თუმცა 8 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა მოხმარდება 13 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული რონისძიებების ჩატარებას.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ბიუჯეთის თითოეული თეთრი გათვლილი და გათვალისწინებული არის მოქალაქეების საჭიროებებზე.

ამასთან, საკრებულოს ოპოზიციამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ეს ცვლილებები მმართველ გუნდს სჭირდება წინასაარჩევნოდ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics