|
2017-08-11 15:15:05, 2824 ნახვა
ეკონომიკა
„მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ“ - სიგუა GEM FEST-ის წარუმატებლობაზე
GEM FEST-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა ფესტივალის წარუმატებლობაზე საუბრობს. სიგუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ერთთვიანი მუსიკალური ფესტივალი ფინანსურად წამგებიანი გამოდგა და ამის მიზეზად საკუთარ მცდარ წარმოდგენას ასახელებს. "ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები, ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი : წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში, სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად, საერთო ნერვული ფონი და ქმედებები", - წერს ფესტივალის დამფუძნებელი. მისივე თქმით, კვების და სავაჭრო ობიექტები ფესტივალის ორგანიზატორებს იჯარის ფულს ვერ უხდიან, რადგან მათ ობიექტები ვერ ამუშავეს. "ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების, ასევე შემოსავლების შესახებ)", - წერს გიორგი სიგუა. GEM FEST-ის დამფუძნებელი შექმნილი ვითარებიდან არსებულ გამოსავლებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვალდებულებებს არ გაურბის. "გამოსავალია რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის რომ მე პირადად და ჩემი გუნდი, არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად, საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული არსებული ვენდორით (მოაიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები. ისე , რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად ,როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ და გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს, ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო არამედ, კერძო ინვესტიციით. ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ რა თქმა უნდა იქნება ნება ყველა მხრიდან, რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ", - წერს გიორგი სიგუა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)