|
2017-08-11 13:10:00, 2531 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ საქართველოში ელექტრომობილების იმპორტს იწყებს
ხვალ, 12 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე, “თეგეტა მოტორსის” სათაო ოფისში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. თეგეტას სათაო ოფისი, მე-4-ე სართული), გაიმართება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია თეგეტას შვილობილ კომპანია “თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა” და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებელ, BAIC MOTOR-ს (ბაიქ მოტორს) შორის. BAIC ჯგუფი არის “Beijing Automotive International Corporation”-ი, რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე. „BAIC MOTOR“- არის ლიდერი ჩინურ ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30%-ი წილის მფლობელი. კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას „BAIC MOTOR“-ის ელექტრომობილი სრულად დააკმაყოფილებს და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის. BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ გეგმავს არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV. ეს არის „BAIC MOTOR“-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე. აღსანიშნავია, „BAIC MOTOR“-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის. “თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს საქართველოში, როგორიცაა Porsche და Mazda.
®
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)