|
2017-08-10 10:55:35, 1959 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ბრალდებებს პასუხობს
სს „საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ბრალდებებს ეხმაურება. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალში რეორგანიზაცია განხორციელდა და თანამშრომლებს ალტერნატიული სამუშაო ადგილები შესთავაზეს. მათივე ინფორმაციით, თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრანსპორტირებით. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი კოლეგები არ დაგვეტოვებინა სამსახურის გარეშე, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამუშაო ადგილები. სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათივე თანხმობით, შეეცვალათ სამუშაო ადგილი და პირობები. რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი გადავიყვანეთ სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულებაზე, გაზრდილი დატვირთვის გამო. რეორგანიზაცია განხორციელდა, რადგან კომპანიას სჭირდებოდა თანამშრომელთა ოპტიმალური გადანაწილება საჭიროების და დატვირთვის შესაბამისად. საქართველოს რკინიგზამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თანამშრომლებთან, რათა მათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და იმ ალტერნატივის შესახებ, რასაც მათ კომპანია სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრების დროს არცერთ თანამშრომელს ცვლილებების საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავს. უკლებლივ ყველა თანამშრომელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა შრომითი პირობების არსებით. თანამშრომლებთან შეხვედრები ჩატარდა რეორგანიზაციის შემდეგაც. კერძოდ, 2 და 4 აგვისტოს შეხვედრას თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებიც თ. დვალიშვილი და ი. ლეჟავა. ამიტომ მედიაში გამოქვეყნებული განცხადება, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლობაზე და შეხვედრაზე უარის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს. რკინიგზა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებს. გადაყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრანსპორტირებით. გარდა ორი პიროვნებისა, რომლებსაც ახალი პროფკავშირის წევრები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვა გადაყვანილი თანამშრომლები ახორციელებენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში ნახსენები თანამშრომლები გარკვეული პერიოდია არიდებენ თავს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს რკინიგზას ისინი დღემდე არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და 8 აგვისტოს მათ კიდევ ერთხელ ოფიციალურად გაეგზავნათ შეხსენება, სამსახურში გამოცხადების თაობაზე. ამასთანავე, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები პერმანენტულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს რკინიგზას. სამწუხაროდ, ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად ამოძრავებს პოლიტიკური მიზნები და წინასაარჩევნო გააქტიურება, რაც უკავშირდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესების განხორციელებას და არა რკინიგზელთა უფლებების დაცვას“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)