|
2017-08-10 10:59:01, 2570 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ Expo 2017-ში მონაწილეობა მიიღო
10 ივნისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით,ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საერთაშორისო გამოფენა Expo 2017მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენის ძირითადი თემატიკაა „მომავლის ენერგია.“ უწყების ინფორმაციით, გამოფენა მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომპანიებისა და საზოგადოების ჩართულობას საკითხზე თუ "როგორ უზრუნველვყოთ ენერგორესურსების უსაფრთხო და მდგრადი ხელმისაწვდომობა CO2- ის ემისიების შემცირებისას." ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „პანექსი“, რომელიც ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, კერძოდ კი სენდვიჩპანელებს აწარმოებს. საერთო ჯამში კი გამოფენაზე საქართველოსთან ერთად, ჯამში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში,სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცოტნე ამაშუკელმა შეხვედრა გამართა როგორც ყაზახეთის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს წრეებთან. დაინტერესებულ პირებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები წარუდგინა და გააცნო ყველა ის მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეხმარება. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)