23:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 09:46:22, 3567 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

„ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აფასებს შეუსაბამოდ და შეუთავსებლად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან, რომელის ერთ-ერთი მონაწილე არის რუსეთი. აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს. აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს და საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics