23:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 15:09:34, 2319 ნახვა

საზოგადოება
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.  აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობების გაცნობის შემდეგ, კამპანიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლეს.

ქუთაისში საინფორმაციო კამპანიას წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ბროშურები გადასცა. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო.  

რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები  კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონის მოსახლეობას უკვე შეხვდნენ. შემდეგ კი,  რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics