23:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 13:29:29, 2191 ნახვა

საზოგადოება
„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში სპეციალისტებმა გურიის რეგიონში ფერმერებს კონსულტაცია გაუწიეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა გურიის რეგიონში სათბურები, ფერმერული მეურნეობები, ბაღები დაათვალიერეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ვეტერინარიის საკითხებზე, ასევე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს. 

უწყების ინფორმაციით, პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია რაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების გარდა სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. 

2017 წლის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საკონსულტაციო მომსახურება  მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისა და მესტიისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს.

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics