|
2017-08-08 11:06:57, 2836 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა თვალებში უდნა ჩავხედოთ ერთმანეთს და შევრიგდეთ
„დღეს არის უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება მუშაობს იმისათვის, რომ გაერთიანდეს და გაძლიერდეს ქვეყანა. თუმცა, პრემიერის განმარტებით, ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს: „რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყენა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ამასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ ნამდვილად დემოკრატიულ საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. 2008 წლის ომი იყო ყველას ტრაგედია. ჩვენ-აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა თვალებში უდნა ჩავხედოთ ერთმანეთს და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებას ალტერნატივა არ აქვს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)