04:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 13:05:40, 444 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო ბათუმს ეწვია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაეშვა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ბელარუსის ოფიციალურ დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მთავრობის წევრები და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ასევე, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ცერემონიაზე  ხელი მოეწერება ბრესტისა და ბათუმის დამეგობრების ხელშეკრულებას.

ბელარუსის პრეზიდენტის 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics