|
2017-08-04 16:02:47, 2344 ნახვა
სამართალი
თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ
ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ მას და მის მეგობრებს, გუშინ საღამოს, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები თავს დაესხნენ. როგორც ფაღავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ ელექტროშოკებით, წიწაკის სპრეებით და განსაკუთრებული სისასტიკით, მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური ზიანი. „გუშინ საღამოს საათებში თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მე და ჩემს ტრანსგენდერ მეგობრებს ორი ჩვენთვის უცნობი პიროვნება დაგვესხნენ თავს. პიროვნებები შეიარაღებულები იყვნენ ელექტროშოკებით, წიწაკის სპრეებით და განსაკუთრებული სისასტიკით, მიზანმიმართულად მოგვაყენეს ფიზიკური ზიანი. სამ ჩვენგანს, მათ შორის მე, დაგვჭირდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და ჰოსპიტალიზაცია დამწვრობის ცენტრში. დაზიანებები აღმენიშნება სახისა და მარჯვენა ხელის მიდამოებში, ანალოგიურად ჩემს მეგობრებსაც. ინციდენტს შეესწრო კრიმინალური პოლიცია, მათ ოპერატიულად მოახდინეს პიროვნებების დაკავება და სიტუაციის განმუხტვა, თუმცა შემდეგ მათი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა ჩვენს მიმართ (ალბათ თავდამსხმელების ვინაობიდან გამომდინარე) ჩვენგან მოითხოვდნენ რომ საჩივარი არ დაგვეწერა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვაკავებდნენ, ჩემზე რა თქმა უნდა მსგავსი მუქარები არ მოქმედებს. თუმცაა ჩემი ტრანსგენდერი მეგობრები დაიყოლიეს და უარი ათქმევინეს საჩივრის დაწერაზე, ასევე კაკებეს მეთოდებით მათ იყენებენ ჩემს წინააღმდეგ და ემუქრებიან რომ მე თუ დავწერ საჩივარს მათ გამოუჩხრიკავენ რაღაც საქმეებს და დააკავებენ,და ძაან დიდი ბოდიში ჩემო მიკერძოებულო კრიმინალურის თანამშრომლებო მაგრამ მე არ მეშინია. დღეს დაგადგებით ადვოკატთან სახალხო დამცველთან და გენინსპექციის წარმომადგენელთან ერთად და როგორ არ გამოიძიებთ ამ საქმეს მაგასაც ვნახავთ. P.S პიროვნებები აცხადებენ რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე მე და ჩემმა მეგობარმა მანქანა დავულეწეთ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომ შეიარაღებულები მოვიდნენ სამაგიეროს გადასახდელად. ანუ დაგეგმილ დანაშაულს განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობას აღიარებენ“,-წერს მირანდა ფაღავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. „დადგენილია პიროვნებაც და მიმდინარეობს გამოძიება“,-აცხადებენ შსს-ში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)