|
2017-08-03 16:08:04, 2598 ნახვა
ეკონომიკა
ვანის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
ვანის მუნიციპალიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც დაუფასოებელი და ბიო ჩაის წარმოებას უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფერეთა ჩაი“-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერეთასა და ფერეთას საკრებულოში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,18 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქონება შპს „ფერეთა ჩაი“-ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა. „ფერეთა ჩაი“ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 36 თვის ვადაში შექმნის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც ყოველწლიურად, ყოველ ერთ 1 ჰექტარზე მინიმუმ 500 კგ. დაუფასოებელ ჩაის, ხოლო ბიოწარმოების შემთხვევაში, ყოველ 1 ჰა-ზე 250 კგ. პროდუქციის დამზადებას შეძლებს. „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულების 70 პროცენტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)