05:12 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 11:19:42, 977 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა.

როგორც „სპუტნიკი“ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ რუსტამ ზანთარიაზე დაყრდნობით იუწყება, ზოგიერთი დაშავებულის მდგომაროება მძიმეა.

"ბოლო მონაცემებით, 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. უმრავლესობამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა რუსტამ ზანთარიამ.

ცნობისთვის, აფეთქება სოფელ პრიმორსკოესთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics