|
2017-08-02 11:04:39, 2703 ნახვა
ეკონომიკა
როგორ ავიღოთ სასურველი ტიპის სესხი დაბალ პროცენტში
გრძელვადიანი სესხის აღება შესაძლებელია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. პროდუქტით სარგებლობა მარტივია, თუკი ადრე თანხის მისაღებად მოითხოვებოდა უამრავი დოკუმენტის შეგროვება, დღეს უკვე ონლაინ რეჟიმში ხდება მომსახურებით სარგებლობა. სერვისის დახმარებით დიდი რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი, გადახდისთვის კი შედარებით დიდი დროა განკუთვნილი. თუ სესხს ბანკში იღებთ, მოხდება თქვენი შემოსავლებისა და საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. ამასთან, შესაძლოა მოგთხოვონ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და სახელფასო ცნობა. საბანკო სესხები დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. კრედიტორი ამოწმებს რამდენად კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ და თანხას ამის შემდეგ გასცემს. სესხის ასაღებად საჭიროა სტაბილური შემოსავლის ქონა. საპროცენტო განაკვეთი კომპანიებში განსხვავებულია და ძირითადად დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე, პერიოდსა და კლიენტის შემოსავალის ოდენობაზე. კრედი 24 საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები პირობის საკრედიტო პროდუქტი, გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზებას და აიღოთ სასურველი ტიპის კრედიტი, იქნება ეს სწრაფი თუ გრძელვადიანი ონლაინ სესხი. გრძელვადიანი სესხის სახით მეტი თანხის აღება შეგიძლიათ და მის დასაფარად დიდი დრო გაქვთ, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვე ან წელი. ასეთი ტიპის სესხების მისაღებად მოითხოვება შემოსავლის დადასტურება და დადებითი საკრედიტო ისტორია. თანხის ოდენობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს ქონებით უზრუნველყოფაც, რისი მიზანიც საკრედიტო რისკების დაზღვევაა. იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებთ სესხის დაფარვას, ქონება კომპანიის საკუთრებაში გადავა. კრედიტორები გრძელვადიანი სესხის გაცემისას ითვალისწინებენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას, მისი საშუალებით მარტივად იგებენ მსესხებლის მიერ ბოლო პერიოდის მანძილზე აღებული სესხების რაოდენობას, იმას თუ როგორ იხდიდა კლიენტი თანხას, ჰქონდა თუ არა ვადაგადაცილება. კომპანიები აღნიშნულ ინფორმაციას ითვალისწინებენ სესხის გაცემისას. თუ კლიენტს უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს, მას პრობლემები ჰქონდა თანხის გადახდისას. შესაბამისად, კრედიტის გაცემა რისკთან არის დაკავშირებული. საკრედიტო რეპორტს თითქმის ყველა საფინანსო ორგანიზაცია იყენებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის შეიცავს ინფორმაციას არსებული და დახურული სესხების შესახებ. გადახდების ისტორიას, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს; სახელს, გვარს, პირად ნომერს და სხვა. სწრაფი ონლაინ სესხი გამოირჩევა სისწრაფით. მისი აღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, 15 წუთში. არ მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება, ავტომატურად იღებთ თანხას ანგარიშზე. როგორ უნდა გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია და ისარგებლოთ უკეთესი პირობის სესხით?
გრძელვადიანი სესხი დიდი დროით გაიცემა, რაც საშუალებას გაძლევთ კრედიტის ძირი თანხა რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ დააბრუნოთ. თანხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით შეგიძლიათ და ამისათვის არ მოითხოვება გირავნობა. კრედიტის აღებისას პირველ რიგში განსაზღვრეთ, რა ვადით იღებთ თანხას და რამდენ ხანში შეძლებთ მის დაფარვას. თუკი სესხი მოკლე პერიოდით გჭირდებათ და ზუსტად იცით, რომ მას ერთ თვეში დაფარავთ, შეგიძლიათ ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს მიმართოთ. ხოლო თუ გრძელვადიანი მიზნები გაქვთ - ბინის ან მანქანის შეძენას აპირებთ და თანხა ხანგძლივი ვადით გჭირდებათ, მაშინ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართეთ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)