|
2017-08-02 10:09:31, 2569 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტზე: ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ ვიზიტს ოკუპაციის გაგრძელებად და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. ”გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ალბათ ეს ვიზიტიც სწორედ ამ რანგში შეიძლება განვიხილოთ. ეს ჯდება ერთიან სურათში - ეს არის განგრძობადი ოკუპაცია. ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)