|
2017-08-01 12:33:00, 2735 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ მზად არის კიდევ უფრო დაუახლოვდეს საქართველო და გაამყაროს ურთიერთობები. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედროებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი მუდამ ამერიკელების გულში დარჩებიან. „საქართველო იმყოფებოდა ხალხთა საპყრობილეში - საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი და საქართველომ ხელი გაუწოდა დასავლეთს და ევროპულ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი ძალისხმევის სრული რეალიზაცია მოვახდინოთ, რათა განხორციელდეს სტრატეგიული და უსაფრთხოების სიტუაციის კიდევ უფრო გამყარება. საქართველოს გახლავთ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, უკვე ათწლეულებია რაც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელებთან ერთად იბრძვიან კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში. ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე უფრო მეტი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი გადაისროლა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. 31-მა საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე გასწირა. მათი ხსოვნა მუდამ ამერიკელების გულში დარჩება და ამერიკელები ქართველებთან ერთად გლოვობენ მათ დაღუპვას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)