|
2017-07-31 16:16:23, 2434 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი აბაშიშვილი: უმრავლესობა ცდილობს, პრეზიდენტისგან მტრის ხატი შექმნას
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან არანაირ დაპირისპირება არ არსებობს. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ქვეყენაში არსებული პრობლემების გადასაფარად „პროპაგანდას აწარმოებს და ცდილობს, დაპირისპირება მოიგონოს". „სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან არ არსებობს პრეზიდენტსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს შორის. რეალურად ეს არის მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომ მოიგონონ დაპირისპირება. ეს სწორედ იმ ფონზე სურთ, როდესაც ისინი ვერ პასუხობენ ქვეყნაში არსებულ რეალურ პრობლემებს. მაშინ როდესაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს პასუხი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მაშინ როდესაც მმართველ გუნდს არ აქვს პასუხი ჩავარდნილ საკონსტიტუციო რეფორმაზე, მაშინ როდესაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს პასუხი ცუდ საარჩევნო სისტემაზე, ჩავარდნილ თვითმმართველობის რეფორმაზე, მაშინ როდესაც არ აქვთ პასუხი მოგერინისთვის, ბუკიკიოსთვის, ვერ პასუხობს NDI -ის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, ცხადია ამ ფონზე მათთვის იოლი გამოსავალია მტრის ხატის ძიება და ამ შემთხვევაში მტრის ხატი მათ ნახეს პრეზიდენტ მარგველაშვილში. ისინი იგონებენ სწორედ ამ დაპირისპირებას სხვა დანარჩენი პრობლემების გადასაფარად“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)