|
2017-07-31 15:48:50, 2983 ნახვა
სამართალი
თბილისსა და რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.რ. და 1974 წელს დაბადებული ტ.მ. თბილისში, ხოლო 1969 წელს დაბადებული დ.მ. რუსთავში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. „ქურდულ სამყაროს“ აღიარებენ. ისინი, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)