|
2017-07-29 13:26:34, 3916 ნახვა
კულტურა
ბათუმში გვანცა ჯიშკარიანის გამოფენა გაიხსნა
თიბისი სტატუსი და Project Art Beat-ი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ჩასულ სტუმრებს საინტერესო გამოფენას სთავაზობს. ბათუმის ჩოგბურთის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი საგამოფენო სივრცე ახალგაზრდა არტისტის გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევრებს დაეთმობა. პროექტი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ხორციელდება, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით. გვანცა ჯიშკარიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა გაიარა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მან ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად 2014 წელს ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“. გვანცა ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს სწორისა და არასწორის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ინსტალაციებში, ვიდეოებსა და სკულპტურებში გვანცა იყენებს კულტურული იდენტობის, უძველეს შეხედულებებს, პოპ-კულტურის ელემენტებს და საკუთარ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს. გვანცას ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად წინასწარ მომზადებული ესკიზები არ აქვს. „ფოტოები ნახევრად გამჭვირვალეა და მთლიანი გამოსახულების აღქმა მხოლოდ დისტანციიდანაა შესაძლებელი. ცხოვრებაშიც ასეა: ზოგჯერ, მოვლენათა ხელახლა გააზრებისთვის საჭიროა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ. მეც ასე მოვიქეცი, ერთი წლის წინ, როცა ჩემს შემოქმედებაში დიდი ცვლილების დრო დადგა და ნამუშევრებში ფოტოების გამოყენება დავიწყე. და თუ თითქმის არაფერი მახსოვს როგორი ვიყავი 13 წლის, მაშინ ასეთად ვისურვებდი 26 წლის საკუთარი თავის დამახსოვრებას,” - ამბობს გვანცა გამოფენის შესახებ, რომელსაც სახელად SAVANNA SAVAGE უწოდა. თიბისი სტატუსი თანამედროვე არტისტებთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. თიბისი ბანკის არტკურატორი ნინა ახვლედიანი ამბობს, რომ მიზანი ქართველი ხელოვანებისთვის დამატებითი პლატფორმების შექმნა და ამ გზით თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაა. თანამედროვე არტისტების ნამუშევრები თიბისი სტატუსის სივრცეებში მოიყრის თავს, რაც საქმიანი ადამიანების შეხვედრების ადგილს დამატებით დატვირთვას აძლევს. გვანცა ჯიშკარიანის რამდენიმე ნამუშევარიც გამოფენის შემდეგ თიბისი სტატუსის სივრცეებში განთავსდება. „ერთი მხრივ, ჩვენი ინიციატივა თანამედროვე ქართული არტის პოპულარიზაციას და ქართული წარმოების ხელშეწყობას ემსახურება, მეორე მხრივ კი, დამატებითი შანსია თავად არტისტებისთვის, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ, ახალ მედიუმებში იმუშაონ, განვითარდნენ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისადმი კი ჩვენი გზავნილი ერთია - გვინდა, ისინი მეტად დავაახლოვოთ თანამედროვე ხელოვნებასთან და გემოვნებიანი, ესთეტიური გარემო შევთავაზოთ,“ - ამბობს ნინა ახვლედიანი. გამოფენა SAVANNA SAVAGE ბათუმში 28 ივლისს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)