|
2017-07-29 10:30:10, 2812 ნახვა
ეკონომიკა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლში კომბინირებული საკვების მწარმოებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, - შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯია“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ქვემო-ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ზაურ დარგალთან ერთად მოინახულა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯიას“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო თვეში 60 -დან 100 -მდე ტონა კომბინირებულ საკვებს, პრემიქსსა და კონცენტრატებს აწარმოებს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში ამოქმედდა. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 130 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 100 000 აშშ დოლარამდე ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 19 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)