|
2017-07-28 11:24:32, 2535 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემები საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქტიურად ინერგება
ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებასა და სერვისების მიწოდებაში. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument) 230 საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დანერგილი. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სისტემით 23 735 მომხმარებელი სარგებლობს. აღნიშნული სამსახურის კიდევ ერთი პროდუქტი - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა (eHRMS) კი დანერგილია 323 ორგანიზაციაში და 1309 მომხმარებელი სარგებლობს. „eDocument და eHRMS სისტემების დანერგვა სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებში დღემდე გრძელდება. აღნიშნული სისტემებით სარგებლობენ ისეთი სახელმწიფო დაწესებულებები, როგორებიცაა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები და მათში შემავალი უწყებები (სსიპ, ააიპ, საქვეუწყებო დაწესებულება) დამოუკიდებელი სსიპ-ები, სასამართლოები, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციები, მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, თვითმმართველი ქალაქები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სხვადასხვა უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები და სხვა. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა ორგანიზაციების სამსახურებრივი დოკუმენტებისა და დავალებების მართვის ეფექტური ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საქმისწარმოების პროცესების ელექტრონიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას, დავალებებზე სწრაფ წვდომას, დავალების განაწილებისა და შესრულების კონტროლს, ორგანიზაციული პროცესების მუდმივ მონიტორინგს. ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო დაწესებელებებში დასაქმებული პერსონალის მონაცემთა ერთიან ბაზას. მისი მიზანია, საჯარო სტრუქტურებში ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის ფუნქციის გაძლიერება და განვითარება. აღნიშნული სისტემების გამოყენებით ხორციელდება ზოგადი მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომია, მუშაობის ხარისხის ზრდა, მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რაც მომხმარებელს ბიზნესპროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. მათივე ცნობით, სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემების სახელმწიფო უწყებებში დანერგვა მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)