19:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 10:03:54, 2201 ნახვა

საზოგადოება
დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანიძის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანიძის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 130-მდე მეხანძრე მაშველი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, 33 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდა. ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, არჯევანიძის ტყეში ხანძრის კერები სრულად ჩამქრალია.

„მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი დასახლებულ პუნქტში არ გავრცელებულა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics