|
2017-07-27 19:11:54, 2738 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ბოლო საჯარო შეხვედრა ხვალ გაიმართება
საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ხვალ ფინანსთა სამინისტროში მეოთხე შეხვედრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროში 18:30 საათზე დაიწყება. საჯარო ლექცია, ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფინანსთა სამინისტროს Facebook გვერდის მეშვეობით და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოაგზავნონ მათთვის საინტერესო შეკითხვები კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა. საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროში სამი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ჯამში, 500-ზე მეტი მსურველი დაესწრო. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)