|
2017-07-27 15:34:39, 2361 ნახვა
ეკონომიკა
რაჭა-ლეჩხუმში 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინის წარმოება ადგილზე მოხდება
„ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინო-მასალის წარმოება, უშუალოდ გადამუშავება-დადუღების პროცესი ამ ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე უნდა მოხდეს“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2019 წლიდან ვადა ეძლევათ იმისთვის, რომ თადარიგი დაიჭირონ. "ჩვენ გვექნება ერთი სიახლე, რომელიც უკავშირდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს. აქაც მიმდინარეობს ორგანიზაციული კუთხით გაუმჯობესება. რამდენიმე ახალი საწარმო შეიქმნა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საწარმოები იქნება უკვე მუშა მდგომარეობაში. შესაბამისად, გაჩნდა რა საწარმოო სიმძლავრეები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცნობილი ადგილ-წარმოშობის დასახელების ღვინის ხვანჭკარის შემთხვევაში. ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინო-მასალის წარმოება, უშუალოდ გადამუშავება-დადუღების პროცესი თვითონ ამ ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სიახლეა რეგიონის მოსახლეობისათვის, ზოგადად ამ ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან ხშირად იყო ასეთი სურვილი, მოთხოვნა, რომ ადგილზე მომხდარიყო დღგ-ს შექმნა, ყურძნის გადამუშავებაც. ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა ახალი წარმოების წესებზე და შესაბამისად, ვადას ვაძლევთ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ 2019 წლიდან მათ უკვე თადარიგი დაიჭირონ, საწარმოო სიმძლავრეები თუ დამატებითი ინვესტიციები, რაც საჭიროა ღვინის საწარმოებლად, რეგიონში განახორციელონ", - განაცხადა მინისტრმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)