|
2017-07-27 14:35:40, 2796 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოსო ცინცაძე: როგორც ჩანს, უკრაინის მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი „დაუკრეფავში“ გადავიდა
„როგორც ჩანს, უკრაინის მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილმა ცოტა მეტი აიღო საკუთარ თავზე და „დაუკრეფავში“ გადავიდა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ, საქართველოს ექს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ცინცაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსა და მისი კლანის ინტერესებსაც შეეხო. ცინცაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პოროშენკოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია ამაზე მიუთითებდა. „პოროშენკო არავითარ შემთხვევაში ფეხს არ ჩამოდგამდა საქართველოში, მას რომ უკვე არ ჰქონოდა მიღებული გადაწყვეტილება, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან, რადგან მანამდე, სანამ სააკაშვილი პოროშენკოს წესებით თამაშს თამაშობდა, ოდესაში სცდილობდა რაღაც კორუფცია აელაგმა, მაგრამ როგორც კი სააკაშვილმა თავის დროზე პირველი სერიოზული მარცხი განიცადა ოდესის მერის არჩევნებში, სადაც ოფიციალური კიევი მას მხარში არ დაუდგა, უკვე ცხადი იყო, რომ სააკაშვილის ვარსკვლავის საათი უკრაინაში გაფერმკრთალდა. მას შემდეგ მისი რამდენიმე წარუმატებელი აქცია ოდესაში, შემდეგ გენერალური პროკურორის ამბები- მისი კანდიდატის მოხსნა, პირველი მოადგილის, აქედან წაყვანილი ბიჭის, გენერალური პროკურორი შეცვალეს, მაგრამ ეს არ წარადგინეს ისევ. უკვე ცხადი იყო და როგორც ჩანს, უკრაინის მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილმა ცოტა მეტი აიღო საკუთარ თავზე და დაუკრეფავში გადავიდა, როგორც ჩანს, პოროშენკოს ინტერესებსაც შეეხო ის და მისი კლანის ინტერესებსაც, ვინაიდან უკრაინა, რომ დღეს ყურებამდეა ჩაფლული კორუფციაში, ეს უკვე აფრიკაშიც კი იციან. ამიტომ, აქ არაფერია მოულოდნელი, სენსაცია. ეს გადაწყვეტილი იყო“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ როგორც ჩანს, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. „ელჩი არის უკრაინაში დუმბაძე, რომელიც პროფესიონალი დიპლომატია. უკრაინას შეუძლია, სერიოზული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს იარაღის იმ სახეობების მიწოდებაში, რასაც დასავლეთი, ამერიკა საქართველოს უარს ეუბნება, უკრაინას უამრავი იარაღი აქვს გამოუყენებელი. ეს თანამშრომლობის ერთი სფეროა. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს უკრაინა, მისი რესურსები საქართველოსთვის ძალიან მიმზიდველია. პოროშენკომ, თითქოს, ის ჯებირი, ბარიერი, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გზაზე იდგა, სააკაშვილის სახით, მოხსნა. ვნახოთ, რა იქნება“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)