18:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 13:38:28, 2263 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ქვესადგურ „მარნეული-220“-ში, 220/110 კვ-იანი კავშირისა და ტრანზიტული ქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დამატებითი,125 მვა ავტოტრანსფორმატორის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა.

ქვესადგური „მარნეული-220“ სასისტემო მნიშვნელობის ქვესადგურია, რომელიც ჩართულია ერთიან გადამცემ ქსელში და ასევე პასუხისმგებელია ქვემო ქართლის რეგიონის ენერგომომარაგებაზე. ქვემო ქართლი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონია, მათ შორის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დარგში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობის გაზრდა. ახალი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟამდე ქვესადგურში მხოლოდ ერთი ავტოტრანსფორმატორი ფუნქციონირებდა, რომლის შეკეთება მისი გამორთვის და, შესაბამისად, მომხმარებლის შეზღუდვის გარეშე ვერ ხდებოდა. დამატებითი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟის შედეგად კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა.

პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება გადამცემი ქსელის სტაბილურობა, შემცირდება ქსელის ენერგიის გადაცემის რისკები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ხარისხი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics