|
2017-07-27 11:54:40, 2304 ნახვა
ეკონომიკა
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია საკონტეინერო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია საკონტეინერო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ბოლო დროს მედიაში საქართველოს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების საკითხი აქტუალურ თემად იქცა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი შეისწავლა (შედარებულია 2016 – 2017 წლების პირველი ორი კვარტალი). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, რომლებიც პორტის წინა სარკინიგზო სადგურებში (ფოთი, ბათუმი) დაიტვირთა - მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის წინა პერიოდის მაქსიმალურ მაჩვენებლებთან მიმართებაში (2017 წლის იანვართან შედარებით) მაისისა და ივნისის თვეში 24 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, მზარდია საკონტეინერო ტვირთნაკადი აზერბაიჯანის მიმართულებით - 20 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვამ ზრდის 89 %-იან ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, რომელიც აზერბაიჯანის დანიშნულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის რეგულარულ (კვირაში 3 დღე) მიმოსვლას და ტარიფების შემცირებას მოყვა, 40 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვის მოცულობები სტაბილურია და მნიშვნელოვნი გაუმჯობესება არ შეინიშნება, რაც ბაზარზე მძაფრი კონკურენციით არის გამოწვეული. აღსანიშნავია გარემოება, რომელიც საკონტეინერო გადაზიდვებზე ტარიფის ლარიზაციის შედეგად დადგა. კერძოდ, ადგილობრივი საკონტეინერო გადაზიდვა 10 %-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შიდა საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების ლარიზაციის შედეგად შიდა ბაზარზე საკონტეინერო გადაზიდვების სარკინიგზო წილი გაიზარდა, ტარიფების ცვლილება (იხ: http://railway.ge/?web=2&action=page&p_id=463&lang=geo), ავტო-სატრანსპორტო საკონტეინერო გადაზიდვებთან მიმართებაში, მაღალ კონკურენტუნარიანობას ვერ უზრუნველყოფს. სტაბილურია სომხეთის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთნაკადი და საერთო საკონტეინერო ტვირთნაკადის 35 – 40 %-ს შეადგენს. თუმცა, აქაც არის პრობლემები. კერძოდ, ტარიფისა და ლოჯისტიკური დეტალების გათვალისწინებით, 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ,,კარიდან კარამდე" სერვისი, ავტო-ტრანსპორტთან მიმართებაში არ არის კონკურენტული. ზემოთ მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოწვეული შედეგები სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული. ასოციაცია დადებითად აფასებს ტრასეკას დერეფნის და ტრანს-კასპიური საერთაშორისო მარშრუტის ფარგლებში, ლოჯისტიკური ჯაჭვის მონაწილე მხარეების მიერ ტვირთნაკადის მოზიდვის მიზნით გაწეულ ძალისხმევას. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ,,საქართველოს რკინიგზის" ადგილობრივ გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებისა და ხელმოწერის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა, ინოვაციური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული ნოვაცია აუმჯობესებს სერვისს, ხელმისაწვდომს და მობილურს ხდის მომსახურებას, იზოგება დრო და ფინანსური სახსრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ჯაჭვის სრულყოფისათვის. ასევე, ეს სიახლე სამომავლოდ საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში წარმოების მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის“, - ნათქვამია ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის განცხადებაში.
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)