|
2017-07-26 14:09:09, 2402 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანიას“ ნიდერლანდების ელჩი იოს დაუმა ესტუმრა
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი იოს დაუმა სტუმრობდა. სტუმარმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქარხანაში არსებული ტექნიკა - დანადგარები და საწარმოო პროცესები დაათვალიერა. საწარმოს საქმიანობის სამომავლო გეგმებზე ელჩს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე ესაუბრა. მანვე გაუწია მეგზურობა იოს დიუმას, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში ჰოლანდიური პრემიუმ ბრენდის ლუდი „ბავარიის“ წარმოების ტექნოლოგიით. „მოხარული ვარ, რომ დღეს „ზედაზენის“ ქარხანაში ვიმყოფები. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ის საწარმო, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლანდიის ანალოგიური მიმართულებების წარმოებებთან. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ორ ქვეყანას შორის ბიზნეს მეგობრობის საუკეთესო მაგალითთან გვაქვს საქმე. ამას ემატება ისიც, რომ წარმოება ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი საძირკველია“, - განაცხადა იოს დაუმამ. „ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა იოს დაუმამ დაათვალიერა ქართული ლუდის კომპანია, გაეცნო საწარმოო პროცესებს და მხარდაჭერა აღგვითქვა მომავალი თანამშრომლობის საკითხებში“, - განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ. მისივე თქმით, მსგავსი სახის გაცნობითი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)