18:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:00:12, 2413 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი გაუძღვა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევისა და საქმიანობის წესი,  გამგებლის გადაყენების/იმპიჩმენტის წესი,  ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ მარნეულის და სოფელ აღმამედლოს მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

„მადლობა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს და მის კოორდინატორს, ქალბატონ მარიამ სამხარაძეს მოწვევისთვის. ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რადგან ყველაზე მეტად მათი, როგორც მოქალაქეთა გააქტიურება არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა კითხვას ამომწურავად გავეცი პასუხი როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე“, - აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics