|
2017-07-25 16:21:02, 2780 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევამ“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს 300 000-მდე ლარის ზარალი აუნაზღაურა
„თიბისი დაზღვევამ“ 10 ივნისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომანქანების ზარალი 274,000 ლარის ოდენობით აანაზღაურა. სულ თიბისი დაზღვევაში სეტყვისგან დაზიანების 312 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 271 ავტომობილის შეკეთება დასრულდა, ხოლო 8 ავტომობილის ზარალის ანაზღაურება პროცესშია და სულ მალე დასრულდება. ავტომობილების ნაწილი საავტომობილო სერვისცენტრებში შეკეთდა, ნაწილი კი მომხმარებლებმა თავად შეაკეთეს „თიბისი დაზღვევის" მიერ ჩარიცხული თანხით. სულ სერვისცენტრებში 61 ავტომობილი შეკეთდა, ხოლო პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა 210 ავტომობილის მფლობელისთვის, ეს გადაწყვეტილებმა მომხმარებლებმა თავისი სურვილის მიხედვით მიიღეს. „ჩვენი მომხმარებლები მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისგან დავაზღვიეთ. სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურება ან შეკეთება საკმაოდ ხარისხიანად და ეფექტურად მოვახერხეთ. ჩვენს პარტნიორ სერვის ცენტრებში მოხდა სპეციალისტების ჯგუფის მობილიზება, კონკრეტულად ჩვენი კლიენტების მომსახურებისთვის. ზარალის ანაზღაურება, რომელიც ხანგრძლივი და მრავალმხრივი პროცესია, ჩვენი კლიენტებისთვის მაქსიმალურად მისაღები ფორმით და სწრაფად მოხდა. ასეთი ტიპის გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სადაზღვევო კომპანია და ვთვლით, რომ წარმატებულად გავართვით თავი სტიქიისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას,"- განაცხადა თიბისი დაზღვევის დირექტორის მოადგილე, დავით კიღურაძემ.
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)