|
2017-07-25 14:29:53, 2455 ნახვა
სამართალი
ტარას შავშიშვილი: გიორგი მამალაძისთვის კანონსაწინააღმდეგო არაფერი გადამიცია
ბრალდების მხარის მოწმემ, ტარას შავშიშვილმა, რომელსაც მამა გიორგი მამალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მედიასთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა. შავშიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძისთვის კანონსაწინააღმდეგო არაფერი გადაუცია. კითხვების მიუხედავად, ტარას შავშიშვილმა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ცნობისთვის, ტარას შავშიშვილი დაიკითხა, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, თუმცა პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ შავშიშვილი საქმეში დაინტერესებული პირია და მას სურს, მამა გიორგი მამალაძე გამართლდეს. ამიტომ პროკურორის განცხადებით, მან სასამართლო მამა გიორგი მამალაძის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მისივე თქმით, მან ვერ დამალა, რომ მამა გიორგი მამალაძესა და პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს შორის არსებობდა დაპირისპირება და ეს დაპირისპირება თავისებურად ახსნა. ასევე პროკურატურა ირწმუნება, რომ ტარას შავშიშვილი არის პირი, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს კონსპირაციულ ვითარებაში შეხვდა და აეროპორტში გამგზავრებამდე სხვადასხვა ნივთები გადასცა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ეკა ლომიძის თქმით, ტარას შავშიშვილმა დაადასტურა, რომ არანაირი საუბარი ციანიდზე დეკანოზთან არ ჰქონია და არც გადაუცია. ლომიძის განმარტებით, შავშიშვილმა მამა გიორგი მამალაძეს მხოლოდ ღვინო და სასულიერო პირისთვის განკუთვნილი ბარათი გადასცა. ასევე, ადვოკატის თქმით, შავშიშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძესთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)