|
2017-07-25 11:28:15, 2438 ნახვა
სამართალი
პროკურორი: დღეს დაიკითხება მოწმე, რომელმაც გიორგი მამალაძე აეროპორტში მისვლამდე ნახა და სხვადასხვა ნივთები გადასცა
ე.წ. ციანიდის საქმეზე, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სასამართლოს ჩვენებას მისცემს, მამ გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულმა მოწმე გიორგი მამალძე ყველაზე ბოლოს ნახა, სანამ ის აეროპორტში მივიდოდა. „აღნიშნულმა პირმა, გიორგი მამალაძეს გადასცა სხვადასხვა ნივთები. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები“, - განაცხადა პროკურორმა. მისივე მტკიცებით, აღნიშნული მოწმე გიორგი მამალაძეს ეხმარებოდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნებული სტატიების მომზადებაში. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაუსვამს შეკითხვებს, აქვს თუ არა მას კავშირი ციანიდის შეძენასთან. „ჩვენ ამის შესახებ დავუსვამთ შეკითხვებს, რამდენად გულწრფელი იქნება ამასაც შევაფასებთ. ის იყო ერთ-ერთი პირი, რომელმაც უკანასკნელად ნახა მამალაძე და გადასცა სხვადასხვა ნივთები. იყო თუ არა მათ შორის ციანიდი, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება შეკითხვები“, - აღნიშნა გუბელაძემ. ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლო ორი მოწმე დაიკითხება. მათი დაკითხვის შემდეგ კი, წერილობითი მტკიცებულებების განხილვა დაიწყება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)