|
2017-07-24 17:49:04, 2531 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ა.დ. დააკავა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა ა.დ., რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ ეცვა სამსახურებრივი მაისური და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ რ.ქ, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლად მცხოვრები პირები. ა.დ.-მ რ.ქ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა. რ.ქ.-მ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ა.დ. მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა.დ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ.ქ.-ს მეგობარს მ.დ.-ს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ. ა.დ.-მ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ. ა.დ. სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) იქნა დაკავებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, სასამართლოს ა.დ-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)