|
2015-04-23 14:01:52, 431 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე: არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი სხვა რამეზე იყო, რაც შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა განმარტა
"არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი სხვა რამეზე იყო, ბელარუსის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ხალხებს შორის როგორც წესი, მტრობა არ არსებობს, პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, ხოლო ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას პოლიტიკური პრობლემების მოსახსნელად",-ასეთი განმარტება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების თაობაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვა შემდეგში მდომარეობდა: " ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა:"მე და პრეზიდენტი ვართ რეალისტები, დავაკვირდებით მოვლენებს და იქნებ მოვძებნოთ თუნდაც ერთი პასუხი ერთ კითხვაზე-როგორ შეიძლება დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები", და ეს თქვა არა მხოლოდ ბელარუსისა და საქართველოს, არამედ რუსეთის კონტექსტშიც. ასევე მან განაცხადა, რომ ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო. რა იგულისხმება ამ ყველაფერში?" "არ არსებობს საერთაშორისო შეხვედრა, სადაც არ წამოჭრილა ჩვენთვის ყველაზე მთავარი საკითხი- ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენინეტის საკითხი, ეს არის ის თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს საქართელოს პრეზიდენტის ნებისმიერ საერთაშორისო ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრას.ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, როემლთანაც გვაქვს ურთეირთობა, მასთან ჩვენი პოზიციები იყოს დაახლოებული, ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ, კარგად იცოდნენ, თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოს ამ პოზიციების გადაჭრა. ეს არის პირველი თემა. მეორე თემა ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერა ამ ძირითადი, სტრატეგიული ამოცანის რეალიზებაში, ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, დასაფასებელი.მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუ კიდევ ერთი ერთი რომელიმე ნებისმიერი სახელწმიფო იზიარებს საქართველოს პოზიციას და თუკი რომელიმე სახელმწიფო კიდევ დამატებით შეეხიდება მას იმ საერთაშორისო მხარდაჭერაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება მესამე ნაწილს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი იყო სხვა რამეზე, რაც მერე განმარტა ბელარუსის პრეზიდენტმა, რომ ხალხებს შორის როგორც წესი, მტრობა არ არსებობს და პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკოსების მიერ დ ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი შესაძლებელია, რომ გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ პოლიტიკური პრობლემები მოიხსნას, პოლიტიკური პრობლემები სწორედაც უნდა მოიხსნას და უნდა მოიხსნას სწორედ, საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანებით",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. ჟურნალისტის სიტყვებს-"ხალხებს შორის ურთიერთბაზე ლაპარაკობს ხოლმე ვლადიმერ პუტინი, რომელიც ამბობს, რომ უყვარს ხალხი", ფხალაძე ასე გამოეხმაურა: "ხალხებს შორის ურთიერთობაზე ლაპარაკობს აბსოლუტურად ყველა, ლაპარაკობს ევროკავშირი, ლაპარაკობს აშშ, ხლხებს შორის ურთიერთობები არის ის, რაზედაც შენდება საერთაშორისო ურთიერთობები",-აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. შეგახსენებთ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ლუკაშენკო რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და შეიცვლება თუ არა ბელარუსის არაღიარების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ბელაურის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "პირველ რიგში ჩემთვის არავის არ დაუსვია ასეთი პრობლემა, მხოლოდ თქვენ, შექმენით ამ კონტექსტით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ მთელი ამ გაუგებრობის, ომის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ, საჭირო იყო ურთიერთობების უფრო რბილად ჩამოყალიბება, და არა იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თქვენ წინაზე თქვით.მე და პრეზიდენტი ვართ რეალისტები. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მოვძებნით ერთ პასუხს მაინც, ერთ შეკითხვაზე - თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ რაღაც პოზიციები შეიცვალოს. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, უახლოეს მომავალში თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ. ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, სხვა შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი",-განაცხადა ლუკაშენკომ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)