|
2017-07-24 15:12:38, 2351 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება
„სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ებრაელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები სამაგალითოა. „ჩვენ განვიხილავთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მეგობრული ერების 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში. ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას. ბატონი პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა თქვენ თავად იხილოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ის დამოკიდებულება და სენტიმენტები, რომლებიც ქართველებს გააჩნიათ ებრაელი ხალხის მიმართ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატება მიღწეულია პრაქტიკულად ყველა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ქვეყნები დგანან მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენს ხალხსა და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ბრძოლაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენი მთავრობისა და ხალხის მზადყოფნას ჩვენი ორმხრივი კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ვიზიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)