2017-07-22 13:20:52, 4495 ნახვა
მსოფლიო
ინტერპოლი ISIS-ის თვითმკვლელთა ბრიგადის წევრობაში ეჭვმიტანილი პირების სიას ავრცელებს
ინტერპოლი 173-კაციან სიას ავრცელებს, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელთა ბრიგადის წევრობაში ეჭვმიტანილი პირები არიან შეყვანილი.
ამის შესახებ The Guardian იუწყება.
ინტერპოლის ვარაუდით, აღნიშნულმა პირებმა შესაძლოა, ევროპაში ტერორისტული აქტები განახორციელონ.
„27 მაისს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გამოგზავნილი სია განსაზღვრავს მებრძოლთა ჯგუფს, როგორც ინდივიდებს, რომლებიც არიან მომზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად და სერიოზული სიკვდილიანობისა და დაზიანებების გამოსაწვევად. როგორც წესი, მათ შეუძლიათ წავიდნენ ნებისმიერ ქვეყანაში და განახორციელონ ტერორისტული აქტივობები“, - აცხადებენ ინტერპოლში.
ინტერპოლმა მონაცემები აშშ-ის დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან