|
2017-07-21 18:17:19, 2636 ნახვა
სამართალი
ურბნისის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში, წარსულში განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ო.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ურბნისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ო.მ.- ს პირადი უთანხმოების მოტივით ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დ.კ.-სთან, რა დროსაც დ.კ.- მ მას სცემა. „აღნიშნულით განაწყენებული ო.მ. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, სახლიდან დანა აიღო და შურისძიების მოტივით, დ.კ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით უკან დაბრუნდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს დანით გულმკერდის, მუცლის, ზურგისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დ.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ო.მ. 3 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)