15:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 17:44:02, 2279 ნახვა

საზოგადოება
მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას 37 სოფელი დაემატა

„მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, პენსიონერები, ექიმები და სოციალურად დაუცველები, დამატებით შეღავათებს მიიღებენ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ეს კანონი მნიშვნელოვნად შეცვლის  ცხოვრების დონეს მაღალმთიან  რეგიონებში.

„37 სოფელი დაემატა მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, პენსიონერები ექიმები და სოციალურად დაუცველები მიიღებენ დამატებით შეღავათებს. ასევე, დამატებით შეღავათებს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც თავისუფლდებიან აღნიშნული კანონის თანახმად მთელი რიგი გადასახადებისგან. მნიშვნელოვანია, რომ 250-მა კომპანიამ ისარგებლა უკვე 2016 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული ამ შეღავათებით. ვფიქრობ, ეს კანონი მნიშვნელოვნად შეცვლის ცხოვრების დონეს მთიან რეგიონებში. არამხოლოდ მოსახლეობის დაკავების კუთხით, არამედ ბევრი ადამიანი დაბრუნდება. ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება და გაგრძელდება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics