14:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 13:04:20, 2316 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია არ ადასტურებს, რომ „ელიავას ბაზრობის“ მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზეს

თბილისის მერი, დავით ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ელიავას ბაზრობის“ მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზეს, არ ადასტურებს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც დედაქალაქის მერი, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ხვდება. შეხვედრას „ელიავას ბაზრობის“ მფლობელებიც ესწრებიან.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ბაზრობის მფლობელები შეხვედრას მოწვეული სტუმრით სტატუით ესწრებიან, რათა გენგეგმის ძირითად მიმართულებებს გაეცნონ.

”არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. დღეს ისინი მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებიან შეხვედრას, რომ გაეცნონ გენგეგმის ძირითად მიმართულებებს. ხოლო, კონკრეტულად ამ საკითხზე მსჯელობა საკრებულოში გაიმართება. არანაირი მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ისინი იყვნენ ჩემთან, მათ წარმომიდგინეს თავიანთი განვითარების გეგმები, გენერალური გეგმის ჯგუფს აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ მარტო მსჯელობა იქნება დედაქალაქის საკრებულოში. მათი გეგმა გულისხმობს ელიავას ტერიტორიის მოწესრიგებას და განვითარებას, ხოლო, გენერალური გეგმის პოზიცია გულისხმობს იქ რეკრეაციული სივრცის განვითარებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics