|
2017-07-21 11:00:22, 2617 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: 6 თვის შედეგების მიხედვით, წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით
6 თვის შედეგების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით პოზიტიური შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5%-ი შეადგინა. იანვარში მშპ-ს ზრდა იყო 5.2%, თებერვალში - 4.4%, მარტში - 5.3% აპრილში 2.1%, მაისში - 5.3% „აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულა რაოდენობამ 605 ათასი შეადგინა. (ზრდა გასულ წელთან შედარებით 4,7%-ი) გამოშვებამ 7,5 მლრდ ლარი, ხოლო ზრდამ 16.1% შეადგინა, საწარმოთა ბრუნვა 15,2 მლრდ ლარი - 19.1%-იანი ზრდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)