21:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 10:26:07, 3895 ნახვა

კულტურა
ქართველი მხატვრის ცირა ახობაძის წარმატება ნიუ-იორკში

ამერიკაში, ნიუ იორკში ,   ქართველი ემიგრანტი მხატვრის ცირა ახობაძის პერსონალური გამოფენა  გაიმართა.  გამოფენა არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით.

გამოფენა ჩელსის საგელერეო ნაწილში მდებარე Sepia Eye Gallery-ს სტუმარი გაიმართა, სადაც Madatart-მა აკვარელში შესრულებული ორმოცამდე ნამუშევარი წარმოადგინა.  გამოფენის გახსნა ქართული სათვისტომოს წარმომადგენელებთან ერთად Madatart-ის ამერიკელი მეგობრებიც ესწრებოდნენ და გახსნის საღამომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. გაიყიდა რამოდენიმე ნამუშევარი.

,,ცირა ახობაძე თითქმის ცამეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა ნიუ იორკში, თუმცა ის მედეთარტის წევრი არტსიტია და აქტიურად არის ჩართული კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პროექტებში. 2016-2017 წლებში მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო მედეთარტის მიერ ემანუელ  ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში  და  ნიუ იორკის არტექსპოზე. საქართველოში ცხოვრების პერიოდში მისი ნამუშევრების სხვდასხვა დროს იფინებოდა ქარვასლასა და ცისფერ გალერეაში. ცირა ძალიან ნიჭიერი ხელოვანი, არაჩვეულებრივად ფლობს აკვარელით ხატვის ტექნიკას, აქვს საუკეთესო გრაფიკა და ზეთის ნამუშევრები. ვცდილობთ ის დამთავრიელებელს მრავალმხრივად წარვუდგინოთ. გასულ გამოფენებზე გვქონდა მისი გრაფიკა. პერსონალურ გამოფენაზე აკვარელი, მომავალ გამოფენაზე(ემანუელ ფრემინ გალერი)  კი გადაწყვეტილი აქვს, ზეთის საღებავებში შესრულებული ნამუშევრით წარსდგეს დამთვალიერებლის წინაშე. სხვათაშორის ამერიკელბს ეს ძალიან აოცებთ და აფასებენ როცა ხელოვანი თანაბარი სიძლიერით ფლობს, სხვადასხვა ტექნიკას“, -  განაცხადა ამერიკაში Madatart-ის დამფუძნებელმა  მარიტა დამენიამ.

გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ი იყო, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics