03:58 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 21:33:38, 875 ნახვა

რეგიონი
აჭარასა და ოდესის ოლქს შორის თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოეწერა ხელი

 ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში" გამართულ აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის ოლქს შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოეწერა ხელი.

დოკუმენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის განვითარების გეგმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

საინვესტიციო ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა ფორუმის მონაწილეებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცემათ. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლი აჩვენეს.

ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდე წარმომამდგენელი ესწრებოდა.

ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics