|
2017-07-19 16:25:00, 2495 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ჯავახაძე აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დენ მალენის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დენ მალენის შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, ნინო ჯავახაძემ მალენს დეტალურად გააცნო ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებები. ჯავახაძემ მალენს ასევე ის სერვისები გააცნო, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორს სთავაზობს. კერძოდ, საუბარი შეეხო „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებულ პროგრამებს და იმ სერვისებს, რომელიც საქართველოში კომპანიების ინოვაციური საქმიანობის წახალისების კუთხით ხორციელდება,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ზვიადაძის ინფორმაციით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რათა დამწყებმა მეწარმეებმა ინფორმაცია მსოფლიოში ცნობილი ექსპერტებისგან პირადად მიიღონ. „ჩვენი სურვილია, რომ ქართველმა სტარტაპერებმა გაიკვლიონ გზა ამერიკისკენ. კონსულტანტებისა და მენტორების დახმარებით ამის მიღწევა მით უფრო შესაძლებელი გახდება, რაც უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან",-განაცხადა ზვიადაძემ. ცნობისთვის, დენ მალენი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ბრიუსელის ოფისში. შეხვედრაში „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მარიანა მორგოშია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე მონაწილეობდნენ. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)