|
2017-07-19 15:47:03, 2511 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრა დეკლარაციის მიღებით დასრულდა, რომელშიც მხარეები საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძირითად მიმართულებებზე შეთანხმდნენ. საქართველოს დელეგაციას სამმხრივ შეხვედრაზე პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თავის გამოსვლაში აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების ხედვა რეგიონში საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა კოლეგებს საბაჟო ურთიერთქმედების ღრმა და ყოვლისმომცველი სისტემის შექმნისკენ. მან ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ მოდერნიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს, მიმდინარე ორმხრივი პროექტების მნიშვნელობას ახალი რეგიონული ინიციატივების ჩამოყალიბების მიზნით. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პეკინში „სარტყლისა და გზის ფორუმზე" გამოსვლისას, საქართველოს და აზერბაიჯანის, ევროპა-აზიის შემაერთებელი შუა სატრანზიტო დერეფნის სტატუსით მოხსენიებისთვის, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს - ორმხრივი და რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერისთვის. თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და იმ მოლოდინებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განხორციელდა არაერთი საცდელი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ აზია-ევროპის შემაერთებელი უმოკლესი სარკინიგზო მაგისტრალი გადის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიის გავლით. ფინანსთა მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საფუძველი ჩაეყრება სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის კატალიზატორი იქნება.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)