|
2017-07-18 16:30:25, 2656 ნახვა
ეკონომიკა
შვეიცარული კომპანია საქართველოსთან თხილის სექტორში თანამშრომლობას ზრდის
თხილის სექტორში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები შვეიცარიის უმსხვილესი საცალო ბიზნესის, Migros Group, წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფში გაერთიანებულია სასურსათო და აგრარული წარმოების სხვადასხვა მიმართულები, მათ შორის Chocolat Frey AG, წამყვანი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც შვეიცარიაში 1887 წელს დაარსდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარისთვის უმნიშვნელოვანესია იმ პროდუქციის, მათ შორის, თხილის ხარისხი, რომელსაც წარმოებაში იყენებენ და მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება მათ ინტერესში შედის იმ პირობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში თხილის ხარისხს, მისი კონტროლის სტანდარტებს უკავშირდება. აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საქართველოში თხილის დარგში არსებულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარგის განვითარებისთვის შექმნილია თხილის ტექნიკური რეგლამენტი, დანერგილია საერთაშორისო რეგულაციები და კონტროლის სისტემა. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ბაზარზე ქართული თხილის მაღალი რეპუტაციის სახელის დამკვიდრების მნიშვნელობას.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)