|
2015-04-23 10:34:53, 756 ნახვა
სამართალი
ნოდარ ხადური: ზურაბ ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორს ზურაბ ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია. თუმცა, მისივე შეფასებით, ახალკაციშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „მომსახურების სააგენტოს, გარდა ინტერნეტ აუქციონებისა აქვს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი მივიდეს და რაიმე შეიძინოს. ის ავტომანქანა, რომელიც ზურაბ ახალკაციშვილმა შეიძინა ჩეულებრივი ვაჭრობის შედეგად გაიყიდა, ის საბაზრო ფასად შეიძინა. 42 ბიჯი იყო დადებული და ეს არ ყოფილა ჩაკეტილი აუცქციონი. კანონი არ დარღვეულა, თუმცა ზურაბ ახალკაციშვილმა ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მან თანამდებობა დატოვა“, – განაცხადა ხადურმა. ცნობისთვის, ზურაბ ახალკაციშვილი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს. როგორც ახალკაციშვილი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, მან ეს გადაწყვეტილება მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის გამო მიიღო, რომლის თანახმადაც მისი მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი. ახალკაციშვილმა ეს ბრალდება უარყო, თუმცა, მისივე თქმით, იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას საფრთხე არ შეექმნას, თანამებობას ტოვებს. „დღეს, მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, აგრეთვე სააგენტოში IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად მოიაზრება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ნაწილში, ხოლო ამ კანონის სხვა ყველა დანარჩენი ნორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში, ამავე სააგენტოს დირექტორის მონაწილეობა არ არის კანონთან შეუსაბამო. რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის გამო საზოგადოების წინაშე ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს მომსახურების სააგენტოს, ზოგადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას, ჩემს კოლეგებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)