02:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 20:03:13, 503 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს თბილსის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ის ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბელარუსი ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპების ერთგულია, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო-ბელარუსის ურთირთობებში ახალი ეტაპი იწყება. ჩვენი რეგიონის საერთო ევროპული უსართხოების და გამოწვევების ფარგლებში, ბელარუსის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები ასევე განსაკუთრებული იყო რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენი დიალოგის გაღრმავება უმნიშვნელოვანესი იქნება. ბელარუსი ის ქვეყანაა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპების ერთგულია, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics