02:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 19:13:05, 548 ნახვა

პოლიტიკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია დახვდნენ.

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში 10 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება.

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს საქართველოს პატრიარქთან. ლუკაშენკო ბათუმსაც ეწვევა, სადაც ქალაქების დაძმობილების მემორანდუმს მოეწერება ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics