|
2017-07-14 13:49:24, 2759 ნახვა
სამართალი კომენტარი
ოთარ აბესაძე: მინდა ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში, არ ვარ ცუდი ადამიანი
„მინდა ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში, არ წარმოვადგენ მე იმ საშიშროებას, რომ საქმის მსვლელობას ხელი შევუშალო“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ განაცხადა, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. როგორც აბესაძემ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი მიმალვას არ აპირებს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს: „მქონდა პროგრესული თანამდებობები, ვკითხულობ ლექციებს. არავინ არ მომცემს იმის უფლებას, რომ მივიმალო. არ წარმოვადგენ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ საქმეს. სინანულით ვსაუბრობ და მზად ვარ ვითანამშრომლო. დუმილის უფლებასაც ვინარჩუნებ იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება. აუცილებლად ჩავერთვები საქმეში. ცუდი ადამიანი არ ვარ“, - აღნიშნა ოთარ აბესაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აბესაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)